
კვირიკაშვილის საქართველო აქ არის?
17:46:09     23-12-2016
მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმამ უკვე მოიტანა პირველი შედეგები - სიგარეტიც გაძვირდა.
დღის წესრიგში დგას ტარიფების ზრდა, მგზავრობის გაძვირება, პურზე ფასის მომატება და კიდევ უამრავი ნეგატიური პროცესი, რომელიც ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისს ახლავს თან.
მთავრობა კი, ისევ არ ამბობს უარს პრემია-დანამატებზე.
მინისტრები, „სეკვესტრს“ ძირითადად დაბალ რგოლებში აკეთებენ და ბითუმად ათავისუფლებენ ხალხს სამსახურებიდან, ამ წინასაახალწლოდ.
მეტიც: შს მინისტრი, რომელიც ხშირად ძველბიჭური გამონათქვამებით გამოირჩევა, ასეულობით პოლიციელს ბალასტს უწოდებს.
შემცირებებია განათლების, თავდაცვის, ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებშიც. ხოლო უმუშევრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროპორციულად იმატებს.
ამ საყოველთაო დეპრესიის ფონზე, ცინიკური და რეალობას აცდენილი იყო პრემიერ კვირიკაშვილის დღევანდელი დაპირება.
„2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი“ - განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში და მალევე, თბილად მოკალათდა ძვირადღირებულ ჯიპში მაშინ, როდესაც დედაქალაქის ერთ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა, მეორე ნაწილს კი - ელექტროენერგია.