იტალიური სუპი ლობიოთი
14:06:55     09-04-2011
მასალა: მწვანე ლობიო – 125 გრამი, სტაფილო – 1 ცალი, ხახვი – 1 თავი, პატარა თალგამი – 1 ცალი, ნიახურის ფესვი – 1 ცალი, კარაქი – 50 გრამი, მსხვილი მაკარონი – 50 გრამი, ნიორი – 1 კბილი, გახეხილი, მაგარი ყველი – 2 სუფრის კოვზი, მარილი – გემოვნებით.
წვრილად დაჭრილი ბოსტნეული ჩავუშვათ 4 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. მოვაყაროთ მარილი, გადმოვდგათ და თავდახურული 5 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ ხელახლა დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ დატეხილი მაკარონები, ვხარშოთ 10 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. სუპს დავამატოთ დანაყილი ნიორი, კარაქი და ყველი. თეფშზე გავაფორმოთ მწვანილით.