"კანონიერ ქურდობაზე", შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს"

  14:45:29     22-12-2016

"კანონიერ ქურდობაზე" შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს, - ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მღებრიშვილის თქმით, ეს მუხლი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება. 

"ვთვლი, რომ ეს მუხლი არის ბუნდოვანი და საჭიროებს დაზუსტებას. მე სპეციალური ჯგუფი გავგზავნე იტალიაში, სადაც საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. კანონიერ ქურდობაზე სანქციები არ შემცირდება. გამკაცრებაზეა აქ საუბარი და არა შემსუბუქებაზე", - განაცხადა მინისტრმა.