
ქართული ოცნების წევრი: შავად არის საქმე... მთავრობაც ვერ მუშაობს...
18:15:42     21-12-2016
ღრმა ეკონომიკური კრიზისის გამო მთავრობას უკვე ქართული ოცნების დეპუტატიც აკრიტიკებს.
"ქართული ოცნების" წევრის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ არველაძის სკანდალური განცხადება გაზეთ რეზონანსში დაიბეჭდა.
"ლარის გაუფასურება და ცხოვრების გაძვირება არავის არ სიამოვნებს.
ამიტომ ვამბობ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთი საკითხი არ არის, ბევრი რამეა. ის, რომ მსოფლიოში დოლარის გამყარებაა, ის, რომ ჩვენ საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს, იმპორტზე ძალიან ვართ დამოკიდებული და ისიც, რა თქმა უნდა, რომ ალბათ, მთავრობაც ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს," - ამბობს დეპუტატი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას და აცხადებს რომ „შავად არის საქმე“.