სამეგრელოში შვილმა 100 წლამდე ასაკის დედა მოკლა

  16:29:11     19-12-2016

სამეგრელოს სოფელ დარჩელში 100 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. მკვლელობაში ბრალი მის 65 წლის შვილს ედება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.