ანრი ბიბინეიშვილს დახმარება ესაჭიროება: "გაიღეთ თუნდაც 50 თეთრი"

  14:42:06     15-12-2016

მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს სასწრაფო ესაჭიროება. სოციალურ ქსელში მსახიობი დახმარებას ითხოვს:

ანრი ბიბინეიშვილი: "მეგობრებო დიდხანს ვფიქრობდი მეთხოვა თუ არა და გადავწყვიტე რომ გაიგებთ და მიიღებთ სწორად, რადგან სხვა გამოსავალი ვერ ვნახე! 2011 წელს არასწორი ოპერაცია ჩამიტარდა რის გამოც მდგომარეობა თანდათან უარესდება და კიდევ ერთხელ მესაჭიროება ოპერაცია, კერძოდ მუცლის ბადის ხელახლა ჩაკერება რისთვისაც ძალიან დიდი მოწიწებით გთხოვთ დახმარებას თუნდაც 50 თეთრით, ვინაიდან კეთილი ადამიანი ბევრია და საჭირო თანხა მარტივად შეგროვდება რაც არც თუ ისე დიდია! წინასწარ მადლობა ყველას და გისურვებთ ჯანმრთელობას! საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერია: GE14BG0000000321554200 მიმღები ანზორ (ანრი) ბიბინეიშვილი".