იაპონიის ელჩი სამხედროებმა გადაარჩინეს

  11:09:15     08-04-2011

ფრანგმა სამხედროებმა კოტ-დივუარიდან ვერტმფრენებით იაპონიის ელჩის და მისი თანაშემწეების ევაკუაცია მოახდინეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ელჩის რეზიდენცია ქალაქ აბიჟანში შეირაღებულმა პირებმა დაიკავეს.

 

მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ელჩი და დიპლომატიური უწყების ყველა თანამშრომელი უვნებლად გადაიყვანეს ფრანგულ სამხედრო ბაზაზე.

 

იაპონიის საელჩო კოტ-დივუარის ყოფილი პრეზიდენტის, ლორან გბაგბოს რეზიდენციის სიახლოვეს მდებარეობს. გბაგბო არჩეულ პრეზიდენტს, ალასან უატარას, ხელისუფლებას შეიარაღებული ბრძოლით ეცილება.

 

გბაგბოს რეზიდენციის დამცველები, რომლებიც ოპონენტის არჩევნებზე გამარჯვების აღიარებას არ აპირებენ, უატარას წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. რეზიდენციის ირგვლივ სისხლიანი შეტაკებები გრძელდება.