უგემრიელესი ტოლმა

  14:14:32     15-12-2016

ტოლმა უდავოდ ერთ-ერთი ჩვენი უსაყვარლესი კერძია. მას საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც კარგად იცნობენ და მსგავსი კერძის მრავალი განსხვავებული რეცეპტიც მოეპოვებათ. მოამზადეთ 15-მდე ქართული ტოლმა დეტალურად განმარტებული რეცეპტით და თქვენი საყვარელი კერძიგემრიელად მიირთვით!

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 ცალი საშუალო ზომის კომბოსტო
  • 300 გრამი საქონლისა და ღორის ხორცის ფარში
  • 80 გრამი ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ცალი პამიდორი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • 30 მილილიტრი ზეთი
  • შავი წიწაკა და მარილი
  • წყალი

1. ერთად დანაყეთ ნიორი, მარილი გემოვნებით და სუნელები(უცხო სუნელი|ხმელი ქინძი).

2. დაჭერით 2 დიდი პამიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ თასში. ჩაუმატეთ დანაყილი მასის ნახევარი, დაფნის ფოთლები და არაჟანი. კოვზის გამოყენებით კარგად შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს. შემდეგ ჩაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, ისევ შეურიეთ და მიღებული მასა შემდეგი ეტაპისთვის გადაინახეთ.

3. მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში. დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთში. მოათავსეთ ხორცის ფარში თასში მოხარშულ ბრინჯთან და შემწვარ ხახვთან ერთად. ჩაუმატეთ პირველ ეტაპზე დანაყილი მასის დარჩენილი ნახევარი და კარგად შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთმანეთს.

4. აადუღეთ წყალი და მოათავსეთ მასში თავი კომბოსტო ისე, რომ წყალმა ის ნახევრამდე დაფაროს. ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და გააჩერეთ კომბოსტო მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში რამდენჯერმე გადააბრუნეთ, რომ ყველა მხრიდან დარბილდეს. ამ ეტაპის მიზანი არა კომბოსტოს მოხარშვა, არამედ მისი დარბილებაა. ამოიღეთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად დაიწყეთ მისი დაშლა ფურცლებად. ამაში კოვზი დაგეხმარებათ. ფოთლებს ფრთხილად მოათალეთ სქელი ღეროები, ცენტრალურ ზოლად რომ გასდევთ მათ.

5. მოათავსეთ ერთ-ნახევარი სუფრის კოვზი ხორციანი მასა თითოეულ ფოთოლზე. გადაკეცეთ კომბოსტო გვერდებიდან და გადაახვიეთ ტოლმა სიგრძეზე.

6. ჩააფინეთ ქვაბის ძირში მორჩენილი კომბოსტოს ფურცლები და დაალაგეთ მასზე ტოლმები. დააფარეთ ფოთლები ზემოდანაც, დაადეთ ღრმა თეფში და მასზე კიდევ რაიმე სიმძიმე. მოასხით გვერდებში მეორე ეტაპზე მომზადებული პამიდვრის სოუსი და დააფარეთ ქვაბს თავსახური. აადუღეთ და ხარშეთ 50 წუთის განმავლობაში, ან უფრო დიდხანს თუ კომბოსტო სქელია და მეტ დროს მოითხოვს.