“გრემის” “შეკვეცილი” ნომინაციები
10:57:04     08-04-2011
ამერიკულმა ხმისჩამწერმა აკადემიამ “გრემის” ნომინაციების სიიდან 31 კატეგორიის ამოღება გადაწყვიტა. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება.
შედეგად, აკადემია მომავალ წელს 78 ჯილდოს გასცემს და არა 109-ს, როგორც 2011 წლის თებერვალში მოხდა. გასულ ცერემონიაზე, სამი ათეული ნომინაციიდან, პრემია მხოლოდ ათზე გაიცა.
ამის გამო, მხოლოდ ის ნომინაციები დარჩება, რომელიც “მოქმედია.” დანარჩენები კი ახლოს მდგომ კატეგორიებს შეურთდება. მაგალითად, აკადემიამ “საუკეთესო ქალი ვოკალისტი პოპმუსიკაში” და “საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტი პოპმუსიკაში” ერთ კატეგორიაში გააერთიანა, სახელწოდებით “საუკეთესო სოლო ვოკალისტი პოპმუსიკაში.”
ამას გარდა, ჰარდ-როკერები და მეტალისტები მომავალი წლიდან “გრემის” ერთი ნომინაციისთვის იბრძოლებენ (უკანასკნელ პერიოდამდე, მათ ცალ-ცალკე პრეტენდენტები ჰყავდათ). ასევე შემცირდა ჯაზის და კლასიკური მუსიკის ნომინაციებიც.