ბრიტნის ტრიუმფი
10:44:29     08-04-2011
ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომი “Femme Fatale” “Billboard” – ის ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა. პირველი კვირის მონაცემებით, ფირფიტა ამერიკის შეერთებულ შტატებში 276 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. მომღერლისთვის, ამერიკულ ჩართებში, ეს უკვე მეექვსე გამარჯვებაა.
აქედან გამომდინარე, ბრიტნი სპირსი გაუთანაბრდა მერაია ქერის და ჯენეტ ჯექსონს, რომელთა ალბომებიც ასევე 6-ჯერ გახდა ამერიკული ჩართების ლიდერი. შემსრულებლების შორის დიდ წარმატებას მიაღწიეს ასევე ბარბარა სტრეიზანდმა (პირველი ადგილი ცხრაჯერ აიღო) და მადონამ (შვიდგზის პირველი ადგილით).
ჩართებში მეორე ადგილი, ბრიტნის შემდეგ, რეპერმა Wiz Khalifa – მ დაიკავა, დისკით “Rolling Papers.” ეს ფირფიტა ჩართის დებიუტანტია და მისი 197 ათასი ასლი გამოვიდა, მესამე ადგილზე კი ბრიტანელი მომღერალი ადელი გავიდა, ალბომით “21.”
ჰიტ-პარადის კიდევ ერთი დებიუტანტი რადიოჰედის ალბომი “The King of Limbs” – ია, რომელმაც მეექვსე ადგილი დაიკავა და 69 ათასიანი ტირაჟით გამოსვლა შეძლო.