
თელასსა და ენერგო-პროს დენი გაუძვირეს - ტარიფები იზრდება
09:52:20     15-12-2016
ღრმა ეკონომიკური კრიზისისა და ლარის გაუფასურების გამო, ენგურჰესმა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 3 თეთრით გააძვირა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ხმაურიანი განხილვის შემდეგ მიიღეს.
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი 3 თეთრით გაუძვირდათ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს: ენერგო-პროსა და თელასს, რომლებიც თავის მხრივ, ელექტროენერგიას თბილისსა და საქართველოს რეგიონებს აწვდიან.
სმეკმა აიღო ვალდებულება რომ თელასისა და ენერგო-პროს მოთხოვნის შესაბამისად, ტარიფების გაზრდის საკითხს წლის ბოლომდე განიხილავს.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს რომ თითოეულ ჩვენგანს, სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის ნაცვლად, როგორც ამას ქართული ოცნება გვპირდებოდა, გაძვირებული ცხოვრება შეგვრჩა ხელში.