ალეპოს ტრაგედია - მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა გრძელდება

  14:47:53     14-12-2016

The Associated Press იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ალეპოს აღმოსავლეთით, მეამობოხეთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაბომბვა მაინც გრძელდება და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.

მოსახლეობის ევაკუაციისთვის ქალაქში ჩასული სამთავრობო ავტობუსები კვლავ საწყობში ბრუნდებიან. 

ალეპოელი მედია აქტივისტი, მუჰამედ რასლანი ტვიტერზე წერს, რომ დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:15-ზე, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი თურქული სააგენტოსთვის მუშაობდა, მასთან ახლოს რაკეტა ჩამოვარდა.

სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, იმავე დროს, აფეთქების ხმა გაისმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უბნიდანაც.

როგორც ცნობილია, ევაკუაციის გეგმა ირანელმა მებრძოლებმა ჩაშალეს, რადგან ქალაქის ერთ-ერთ ნაწილში, სადაც ამბოხებულები იმყოფებიან, სროლა განაახლეს.

შიიტები ლიბანიდან, ერაყიდან, ირანიდან და ავღანეთიდან, პრეზიდენტ ასადის დასახმარებლად იბრძვიან სირიაში.

რუსული მხარე კი შეთანხმების დარღვევაში ამბოხებულებს სდებს ბრალს.