
გოცირიძე: ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?
12:04:26     14-12-2016
,,როდესაც ეროვნული ვალუტა ასეთი მასშტაბებით უფასურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმეს რამე გეგმები აქვს უნდა გადაუსვას ხაზი. აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დგება ქვეყანა და ხალხიც.
ბიუჯეტი ლარის ცვლილების პირობებში უკვე არის გადასაგდები ქაღალდი, რადგან სხვა ტიპის ხარჯებს მოითხოვს ის. გაუფასურებული ლარი ნიშნავს დეზორგანიზაციას ოჯახებში, ქვეყანაში, აზროვნებაში.
გუშინ განაცხადეთ, რომ ამ ბიუჯეტს მივყავართ ტაძრისკენ და მინდა მათ ვკითხო, კი მაგრამ ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?. ლარის კურსი რა იქნება მაშინ?”, - აცხადებს უმცირესობის დეპუტატი, რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ რომ გუშინ, საკომიტეტო მომენებისას, უმრავლეობის წარმომადგენელმა 2017 წლის ბიუჯეტზე განაცხადა რომ „ეს არის ის, რაც ტაძრამდე მიგვიყვანს“.