რიზოტო იტალიურად

  10:29:27     08-04-2011

მასალა: მოხარშული ბრინჯი – 300 გრამი, შებოლილი ლორი – 80 გრამი, გამდნარი კარაქი – 2 სუფრის კოვზი, თეთრი, მშრალი ღვინო – ნახევარი ჩაის ჭიქა, ხორცის ბულიონი – 1 ჩაის ჭიქა, ნიგოზი – 100 გრამი, ნაღები – 2 სუფრის კოვზი, გახეხილი ყველი – 3 სუფრის კოვზი, დაჭრილი ოხრახუში – 2 სუფრის კოვზი.

 

ლორი დავჭრათ და შევწვათ ცხიმში. დავამატოთ ბრინჯი, ღვინო, ბულიონი და ავადუღოთ. ნიგოზი დავნაყოთ. ბრინჯს დავუმატოთ ნაღები, ნიგოზი, მწვანილი, ყველი და ავურიოთ. კიდევ წარმოვადუღოთ. კერძი თეფშზე გავაფორმოთ ცოცხალი მწვანილით.