სოუსი პორტვეინით
10:27:45     08-04-2011
მასალა: 1 ჩაის ჭიქა თეთრი პორტვეინი, ნახევარი ჩაის ჭიქა ფორთოხლის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი გამხმარი ქონდარი, 2 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი, 1 ჩაის ჭიქა ხორცის თეთრი ბულიონი, 2 ჩაის ჭიქა წვრილად გახეხილი ფორთოხლის ქერქი.
პორტვეინი, ფორთოხლის წვენი და ქონდარი ვხარშოთ მანამ, ვიდრე ნახევრამდე არ დაშრება. კარტოფილის ფქვილი ავურიოთ თეთრ ბულიონში და მდუღარე ღვინის ნარევს დავასხათ, თან გამუდმებით ვურიოთ. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. ჩავამატოთ ფორთოხლის ქერქი და კიდევ 5 წუთი ვხარშოთ. მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.