ყურძნის და ყველის სალათა

  10:26:17     08-04-2011

მასალა: ყველი – 150 გრამი, ყურძენი – 24 მარცვალი, მწვანე სალათის ფოთლები – 1 კონა, მსხვილი პომიდორი – 1 ცალი, გაწმენდილი კრევეტები – 24 ცალი, ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი, 3 % - იანი ძმარი – 1 სუფრის კოვზი, მარილი – გემოვნებით.

 

პომიდორი დავჭრათ რგოლებად და მოვათავსოთ თეფშის ნაპირებზე. დავჭრათ სალათის ფოთლები და პომიდვრის გასწვრივ დავდოთ. ზემოდან მოვათავსოთ კუბიკებად დაჭრილი ყველი და შუაზე გაჭრილი ყურძნის მარცვლები, კურკის გარეშე. კრევეტები შეწვათ ზეთის ნახევარში, გავაციოთ და მოვათავსოთ თეფშის ცენტრში. მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ძმარი და დარჩენილი ზეთი.