მარიამ ყაველაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყობა

  15:09:56     12-12-2016

ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეა 13 დეკემბერს, 17:00 საათზეახალგაზრდა ფოტო-ხელოვანის, მარიამ ყაველაშვილის ფოტოგამოფენას ,,ორი სივრცე, უდაბნო ზღვაში“უმასპინძლებს. ფოტოხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ 3 დღის განმავლობაში დაათვალიერონ ექსპოზიცია.

,,ორი სივრცე“ ავტორის მე-5 პერსონალური გამოფენაა, რომელიც დავით-გარეჯის ერთ-ერთი  კომპლექსისმიმდებარე ტერიტორიაზე ,საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, უდაბნოში, მარიამ ყაველაშვილის  მიერ 15 წლის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს. აღნიშნული ტერიტორია  „National  Geograpic “ - ისმსოფლიოში 17 ყველაზე ლამაზი ადგილიდან ერთ-ერთია.

ფოტო გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყობა.