
ახალი მინისტრი ძველის წინააღმდეგ - რა ხდება ფინანსთა სამინისტროში?
19:17:05     12-12-2016
ცნობილი ხდება ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე დახურული პროცესების შესახებ. პრესა.ჯის მიაწოდეს ინფორმაცია რომ დიმიტრი ქუმსიშვილის გუნდმა, ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის შესახებ პროკურატურას მასალები გადასცა.
დაუზუსტებელი ვერსიით, საქმე ეხება „რამდენიმე ფინანსურ ოპერაციას“, რომელიც შესაძლოა სისხლის სამართლის გამოძიების საფუძველი გახდეს.
ქუმსიშვილის კადრები ირწმუნებიან რომ პროკურატურისათვის გადაცემული მასალების საფუძველზე ჯერ მხოლოდ მოკვლევაა დაწყებული.
ოფიციალურად, ამ თემასთან დაკავშირებით არც პროკურატურაში აკეთებენ განცხადებას და არც - ფინანსთა სამინისტროში, სადაც მინისტრის თანამდებობაზე, ნოდარ ხადურმა 4 წელი გაატარა.