ყოფილმა ქმარმა 29 წლის ქალი შვილების თვალწინ მოკლა
22:29:08     10-12-2016
საზარელი მკვლელობა მოხდა კახეთში. სოფელ წინანდალში ყოფილმა ქმარმა 29 წლის მეუღლე, ეჭვიანობის ნიადაგზე შვილების თვალწინ მოკლა.
სანადირო თოფით თავის არეში მიყენებული ჭრილობით, ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. ყოფილმა ქმარმა მას სახლის ფანჯრიდან ესროლა რამდენჯერმე, რის შემდეგაც თავის მოკვლა სცადა.
რაც შეეხება ეჭვმიტანილის მდგომარეობას, შსს-ს ინფორმაციით, ავთო ბეჟუაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ეჭვმიტანილი 10 დღის გამოსული იყო ციხიდან. ის სასჯელს იარაღის უკანონო ტარების გამო იხდიდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
"ბეჟუაშვილი ყოფილ მეუღლეს ადრეც ემუქრებოდა მოკვლით... ჩვენ ყველა დამნაშავე ვართ იმაში, რაც მოხდა. მთელი საზოგადოებაა დამნაშავე. არ ჩავერიეთ. ვერ შევაჩერეთ გაბოროტებული ყოფილი ქმარი", - აცხადებს მოკვლულის ნათესავი სოფელ წინანდლიდან.