გამოფენა ბათუმის ქუჩებში
15:19:00     09-12-2016
იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა - ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, ბათუმში პროექტის “Street.art.ge” ფარგლებში შექმნილ არტ-ბოქსებში განთავსდა გრაფიკოს-დიზაინერის ბექა ბერიძის გამოფენა - „სიტყვა“, სადაც ქართული ასოები ნახატებად არის წარმოდგენილი.
მართალია, ეს მისი საქმიანობის ერთადერთი სფერო არ არის , თუმცა სხვა ნამუშევრებს შორის ეს პროექტი საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ 9 არტ-ბოქსში გამოფენა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დღეს, ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე განთავსებული გრაფიკული ნამუშევარი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაოდგილემ ნათია სირაბიძემ, პროექტის ხელმძღვანელთან ლევან გელიაშვილთან ერთად დაათვალიერა. „ქართული ანბანი ცოცხალი კულტურაა, ამიტომაც გადავწყვიტეთ პირველი გამოფენა დაგვეწყო ქართული ანბანით, სიტყვებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშებით.
ჩვენი მიზანია ბათუმი ხელოვნების სივრცედ ვაქციოთ და ჩამოსულმა სტუმრებმა და ბათუმელებმა მოძრავი გამოფენები იხილონ ქალაქის ქუჩებში.“ აღნიშნა ნათია სირაბიძემ. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.