პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
11:47:08     09-12-2016
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული ირაკლი ფხალაძე და ზურაბ ჯამალაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილება დღეს მიიღო, რადგან მათ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი ფხალაძე ამბობს, იგი "პროკურატურის პირადი ტყვე" იყო 9 თვის განმავლობაში და მიიჩნევს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს.
შეგახსენებთ, ფარული ჩანაწერების საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე 2016 წლის 15 მარტს დააკავეს. საქართველოს მთავარომა პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით წაუყენა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამხელას გულისხმობს. მათ პირადი კადრების არა ატვირთვას, არამედ, შენახვა-გავრცელებას ედავებიან.