სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს

  14:17:02     07-12-2016

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს.

ინფორმაცია სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.

ცნობისთვის, ალეპოს 4 წელია ამბოხებულები აკონტროლებდნენ.

ფართომასშტაბიანი ოპერაციის შემდეგ კი სიირის სამტავრობო ძალებმა ქალაქის 75%-ზე აღიდგინეს კონტროლი.

ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას ალეპოში დახმარებას რუსული ავიაცია უწევს.

აღსანიშნია ისიც, რომ ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, რომლებსაც საკვების პრობლემა აქვთ, ასევე ამ ტერიტორიაზე არ მუშაობს საავადმყოფოები.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება მათთვის მორიგი ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად ემზადება.