ფოტორეპორტიორების საქმე გაიხსნა

  14:07:43     06-12-2016

ე.წ ფოტორეპორტიორების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია.

დევნოზაშვილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების მიმართ განხორციელებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ კი გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, გადაისინჯება ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის,ზურაბ ქურციკიძის,ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუვნებელი განაჩენები. ორგანო სააპელაციო სასამართლოში მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.