ქართველმა დიზაინერმა მოდის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
10:43:49     06-12-2016
5 დეკემბერს ლონდონში გამართულ მოდის დაჯილდოვებაზე (British Fashion Awards) ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მოიპოვა.
გვასალიასთან ერთად ამ ნომინაციაში მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები დონატელა ვერსაჩე (Versace), ალესანდრო მიკელე (Gucci), რიკარდო ტიში (Givenchy) და ჯონათან ანდერსონი (Loewe) იყვნენ წარდგენილნი.
ქართველმა დიზაინერმა გამარჯვება მსოფლიო ბრენდის "ბალენსიაგას" (Balenciaga) კრეატიული ხელმძღვანელის რანგში მიღწეული წარმატებებისთვის მოიპოვა.
"წამყვანი დიზანერი ქალისა და მამაკაცის მოდაში, რომელმაც ბოლო წლის მანძილზე გლობალური მოდა შეცვალა", - ნათქვამია გვასალიას შესახებ დაჯილდოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
გარდა ამისა, დემნა და გურამ გვასალიებმა ჯილდო წლის საუკეთესო ურბანული-ლაქშერი ბრენდის კატეგორიაშიც მოიგეს, საკუთარი ბრენდით - "ვეტმანი" (Vetements). ძმები დაჯილდოების ნამდვილი ტრიუმფატორები გახდნენ.
ეს პირველი შემთხვევაა მოდის ისტორიაში როდესაც ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს ქართველი დაეუფლა.