კონცერტი “ეიფელის კოშკით”
11:00:01     07-04-2011
ნიუ-იორკელმა კომპოზიტორმა ჯოზეფ ბერტოლოციმ ეიფელის კოშკის მმართველი კომპანიისგან, ეიფელის კოშკის, როგორც სიმბოლოს გამოყენებაზე, (მუსიკალურად ინსტრუმენტად) თანხმობა მიიღო. ამის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსი” წერს.
ცნობილი არქიტექტურული ნიმუშის გამოყენება დასარტყამ ინსტრუმენტად, აშშ-ში პირველი შემთხვევა არ არის. მუსიკალური კომპოზიციები უკვე შეიქმნა ჰუძონზე მდებარე რუზველტის ხიდის მსგავსი ინსტრუმენტის მეშვეობით.
ბერტოლოცის თქმით, კომპანიამ, რომელიც პარიზის ცნობილ ღირშესანიშნაობაზე აგებს პასუხს, განუცხადა, რომ მისი გეგმის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს, მაგრამ არანაირი დაპირებებიც არ მიუცია. შესაბამისად, მსმენელები მალე “ეიფელის კოშკით” შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენით დატკბებიან.
ორიგინალურმა მუსიკოსმა უკვე დაიწყო ფულის შეგროვება კონცერტის დასაფინანსებლად, რომლის გამართვასაც მოგვიანებით, კერძოდ, 2014 წელს გეგმავს. სწორედ ამ წელს აღინიშნება პარიზის “სავიზიტო ბარათის” 125 წლის იუბილე.