მორიგი ბარბაროსობა - მოკლულია 15 ბავშვი
11:35:00     02-12-2016
ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ბავშვები დახოცეს.
მათ, ერაყის ქალაქ მოსულში, მშობლების თვალწინ 15 ბავშვი მოკლეს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას ცდილობდა.
ინფორმაციას, ISIS-ის წევრების მიერ მორიგი ბარბაროსობის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ ქალაქ მოსულში, ანტიტერორისტული ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სამხედრო ოპერაციას ერაყის არმია აშშ-ის ავიაციასთან ერთად ატარებს.