ბელორუსი ჯარისკაცები ლიბიაში?
10:50:40     07-04-2011
ბელორუსის ხელისუფლებამ ლიბიაში ბელორუსი სამხედროების ყოფნის შესახებ ინფორმაცია უარყო. “ბელორუსის სიახლეების” ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლიბიაში მათი ჯარისკაცები არ არიან და არც მომავალში იქნებიან.
მინსკის მიერ ლიბიაში, კოალიციის ოპერაციის დაწყებამდე 500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, რუსულმა მედიამ გაავრცელა. მედიისვე ცნობით, მათი ნაწილი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იქნა ევაკუირებული.
ოფიციალური მინსკი ამ ხმებმა აღაშფოთა და მას ფალსიფიცირებული უწოდა, ნიუსის ავტორი ჟურნალისტი კი პროფესიული ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის მიუხედავად, მედია მაინც ირწმუნება, რომ ლიბიის სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში ბელორუსი სამხედროები შენიშნეს, მათ შორის, ყოფილი სპეცრაზმის ოფიცრები.
ბელურუსის ხელისუფლება და თავდაცვის უწყება დარწმუნებულია, რომ ეს ხმები მორიგი კამპანიაა, რომელიც მათი ქვეყნის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.