ქათამი ნივრით
10:41:52     07-04-2011
მასალა: ქათამი – 1 ცალი, ნიორი – 30 კბილი, დაფნის ფოთოლი – 1 ცალი, ნიახური – 1 კონა, ზეითუნის ზეთი – 4 სუფრის კოვზი, ხორბლის ფქვილი – ნახევარი ჩაის ჭიქა, ოხრახუში – 1 კონა, ხორბლის პური – 1 ცალი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
ქათამი რვა ნაწილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ ფქვილში და ზეითუნის ზეთში შევწვათ, შევარდისფერებამდე. შემდეგ ქათამზე მოვათავსოთ ნივრის კბილები, მსხვილად დაჭრილი ნიახური და ოხრახუში. დავაფაროთ ფოლგა, სახურავი და ქურაში 180 ცელსიუს გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში შევწვათ. პური დავჭრათ, წავუსვათ ზეითუნის ზეთი და ქურაში შევწვათ. შემდეგ სახეხზე გავატაროთ ნიორი და პურის თითოეულ ნაჭერს წავუსვათ. ქათმის ნაჭრები მოვათავსოთ თეფშზე და გვერდით მოვუწყოთ ნივრიანი პური.