რომაული სალათა
10:39:51     07-04-2011
მასალა: ხბოს მოხარშული ენა – 200 გრამი, მოხარშული ჭარხალი – 150 გრამი, ნიახურის ფესვი – 150 გრამი, მწვანე სალათის ფოთლები – 50 გრამი, ანჩოუსი – 30 გრამი ფილე, პომიდორი – 40 გრამი, მაიონეზი – 4 სუფრის კოვზი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით.
დავჭრათ შემდეგი ინგრედიენტები: ენა, ანჩოუსი, მწვანე სალათა, ნიახური და ჭარხალი. სოუსისთვის, პომიდორს მოვაშოროთ კანი, გავჭრათ შუაზე, ამოვაცილოთ თესლი, რბილობი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ მაიონეზში. ერთმანეთში ავურიოთ ეს ყველაფერი, დავასხათ სოუსი და შევკაზმოთ მარილით. სუფრაზე მიტანისას, გავაფორმოთ ოხრახუშით.