შოკოლადის დესერტი
10:33:28     07-04-2011
მასალა: გახეხილი შოკოლადი – 200 გრამი, კვერცხი – 4 ცალი, შაქარი – 4 სუფრის კოვზი, კარაქი ან მარგარინი – 200 გრამი, ალუბალი – რამდენიმე ცალი.
კვერცხის გულები, შაქართან ერთად, კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ დარბილებელი კარაქი, გახეხილი შოკოლადი და კიდევ ერთი-ორი წუთი ვთქვიფოთ.
ცილა ავთქვიფოთ და ავურიოთ შოკოლადის მასას. შემდეგ მოვათავსოთ სპეციალურ ჭიქაში და გავაფორმოთ ალუბლით და ალუბლის ფოთლით.