„დირსი“ „დირსის“ წინააღმდეგ - ანუ როგორ აზიანებენ PR და მარკეტინგის სამსახურები კომპანიის ინტერესებს

  16:39:55     25-11-2016

„დირსის“ ცალკეულ წარმომადგენელთა არაპროფესიონალური, არაეთიკური და არაკომპეტენტური პასკვილები უკვე სერიოზულად აზიანებს კომპანიის სასიცოცხლო ინტერესებს.

„დირსის“ წარმომადგენელმა ჩვენი მედია-ჰოლდინგის მარკეტინგის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პირადი საუბარი ფარულად ჩაწერა და შემდეგ, სავარაუდოდ, საკუთარ უფროსობას, თავის მართლების მიზნით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით მიაწოდა.

(არადა იმ ჩანაწერის სრულ ვერსიას თუ კარგად მოუსმენენ კომპანიის მენეჯმენტში, სულ სხვა აზრს გამოიტანენ)...

აღსანიშნავია რომ „დირსის“ წარმომადგენელი თავად დაგვიკავშირდა მას შემდეგ, რაც ჩვენი მედია-ჰოლდინგის ერთ-ერთმა ინტერნეტ-პორტალმა „დრონი.ჯი“-მ მათ შესახებ საკმაოდ ვრცელი და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „დირსი, მოლოდინზე ნაკლები - მაღალი ფასი და უხარისხო რემონტი“, რომელიც 10-ზე მეტმა მედია-ორგანიზაციამ გადაბეჭდა...

 „დირსის“ წარმომადგენელი ჩვენი ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერს სარეკლამო შეთავაზების მომზადებასა და სტატიაში კომპანიის პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირებაში დახმარებას სთხოვდა, რაც ჩვენი მხრიდან, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შესრულდა.

შესაბამისად, ახლა არც დრო გვაქვს და არც სურვილი იმისათვის რომ „დირსის“ მარკეტინგისა და PR სამსახურების წარმომადგენელთა შეცდომებზე, არაკომპეტენტურობასა და არაპროფესიონალიზმზე კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რომელთა გაუაზრებელი მოქმედემები, სამწუხაროდ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის სამშენებლო კომპანიას.

თუმცა, დირსის დამფუძნებლებმა თუ დირექტორმა უნდა იცოდნენ რომ:

1. ფარული ჩანაწერის წარმოება და მისი შინაარსის დამახინჯებულად გამოქვეყნება (თითქოს ესა თუ ის ფრაზა გამოყენებული იყო სტატიის შეფასებისათვის)  დირსის მხრიდან არაეთიკურობას, უნდობლობასა და კანონისადმი მწყრალ დამოკიდებულებას უსვამს ხაზსს (იხილეთ სს კოდექსის 158-ე მუხლი). კომპანიას ამისათვის თავის მართლება მოუწევს, საკითხს ჩვენი იურისტები სწავლობენ.

2. მათი გაყიდვების თანამშრომლების არაპროფესიონალიზმი საკმაოდ თვალშისაცემია. ისინი არც კი მალავენ რომ „დირსის“ მიერ გაკეთებული რემონტი უხარისხო, დაბალი დონის და საბაზისოა და რომ მომხმარებელს „შპალერის იმედი არ უნდა ჰქონდეს“.

3. კომპანიის სარეკლამო ტექსტები და რეალობა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან რომ ამის შესახებ მომხმარებლები ღიად და რადიკალურად აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას.

4. „დირსის“ სერიოზული გაუგებრობა აქვს უბრალო მუშებთან, რომლებიც კუთვნილი ხელფასების აღებას ითხოვენ თუმცა, მთელი რიგი ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ეს საკითხი დღემდე გადაუჭრელია.

5. თანამედროვე სამყაროში მაღალი დონის კომპანიები PR-ის და მარკეტინგის სპეციალისტებს გაყიდვების გაზრდის, დადებითი იმიჯის, სანდოობის ამაღლებისათვის იყენებენ.

„დირსის“ შემთხვევაში კი, PR-ის და მარკეტინგის თანამშრომლების მიერ მომზადებული უნიჭო და გრამატიკული შეცდომებით გატენილი ტექსტები, რომლებიც არა პრობლემების მოგვარებას, არამედ მისი გადაფარვის მიზნით ცილისწამებასა და პირადი საუბრების, ფარული ჩანაწერების დამახინჯებული ფორმით გადმოცემას ემსახურება, სამშენებლო კომპანიის ინტერესებისათვის ერთმნიშვნელოვნად დამაზიანებელია.

ამიტომ, მოვუწოდებთ „დირსის“ დამფუძნებლებს, დირექტორს, დროულად მიაქციონ ყურადღება PR-ის, მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლების არაპროფესიონალიზმს, რათა მათმა გაუაზრებელმა ქმედებებმა, კიდევ უფრო მეტად არ დააზიანონ კომპანიის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი პოზიციები - სამშენებლო ბაზარზე.