ოთხი მილიონი დოლარი ყოველდღიურად, ლიბიის ოპერაციისთვის

  13:20:30     06-04-2011

ლიბიის ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს 75 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური მაიკლ დონლი აცხადებს.

 

საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით, კოალიციის ოპერაციაში 50 ამერიკული მოიერიშე და საახლოებით 40 მხარდამჭერი თვითმფრინავი მონაწილეობს. საამისოდ, ყოველდღიურად ოთხი მილიონი დოლარი გამოიყოფა. ინფორმაციას “დეილი ტელეგრაფი” ავრცელებს.

 

როგორც ცნობილია, მცირე ხნის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბიის ოპერაციის მთლიანად ნატოზე გადაბარება გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ ოპერაციაში მონაწილეობის ვადა მაინც გააგრძელა, ნატოს თხოვნით.

 

ამ დღეებში, ავიაციამ კადაფის სამხედრო ძალების პოზიციებზე ახალი დარტმები განახორციელა. თავდასხმის ობიექტი ავტოკოლონა გახდა, ქალაქების მარს-ელ-ბრეგის და სირტის სიახლოვეს. განხორციელდა თავდასხმები იარაღის საწყობებზეც.