სომხეთში პოლიციელებმა და სამხედროებმა იჩხუბეს
13:10:33     06-04-2011
სომხეთში პოლიციის და სამხედრო პოლკის თანამშრომლები ერთმანეთს დაერივნენ. როგორც სომხური საინფორმაციო საშუალებები თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებიან, ინცინდენტი ერევანში, პროდუქტების ერთერთი მაღაზიის სიახლოვეს მოხდა. პოლიციელებმა შენიშნეს, რომ მოქალაქეთა დაჯგუფებას და სამხედროებს შორის ცემა-ტყეპა მინდინარეობდა.
პოლიციელები ინცინდენტის ადგილას მივიდნენ და ვითარებაში გარკვევა სცადეს, თუმცა სამხედროებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ვითარებაც დაიძაბა.
ცემა-ტყეპის შემსწრეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს როგორ სცემდნენ ერთმანეთს პოლიციის თანამშრომლები და ჯარისკაცები. სამხედროები შემდეგ იმ შემთხვევით გამვლელებსაც დაესხნენ თავს, რომლებმაც მათ წესრიგისაკენ მოუწოდეს.
სიტუაცია მხოლოდ პოლიციის დამატებითი ძალების მოსვლამ განმუხტა. მუშტებით ჩხუბისმოყვარე სომეხი სამხედროები კი სამხედრო პოლიციამ წაიყვანა. აღსანიშნავია რომ, უკანანსკნელი თვეების განმავლობაში, სომხეთში პოლიციელებსა და სამხედროებს შორის ჩხუბის ეს უკვე მეორე შემთხვევაა.