“მონსტრების კორპორაცია” 2013 წლამდე დააგვიანებს

  12:47:38     06-04-2011

კომპანია “დისნეიმ” მულტფილმ “მონსტრების კორპორაციის” გაგრძელების გამოსვლა 2013 წლამდე გადადო. ამის შესახებ “ფლეილისტი” იუწყება.

 

კომპანია “Pixar” – ის სტუდია ფილმზე რომ მუშაობს, ამის თაობაზე უკვე დიდი ხანია ცნობილი იყო. გასულ კვირას გამოცხადდა, რომ ახალი მულტფილმი, სახელწოდებით “მონსტრების უნივერსიტეტი” ეკრანებზე ახლო მომავალში გამოვა. პრემიერა 2012 წელს უნდა შემდგარიყო, თუმცა ზუსტი თარიღი არ იყო ცნობილი.  

 

მცირე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, მაყურებელი “მონსტრების უნივერსიტეტს” ეკრანზე პირველად 2013 წლის 21 ივნისს იხილავს.

 

ახალი სერიის სიუჟეტი, ჯერჯერობით, მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა გარკვეული დეტალების შესახებ ინფორმაციები მაინც გავრცელდა. სიუჟეტის მიხედვით, ფილმის პერსონაჟები, სალი და მაიკი ერთ უნივერსიტეტში სწავლობენ და ერთმანეთთან გამუდმებით კონფლიქტში არიან, დროთა განმავლობაში კი დამეგობრდებიან.