ლედი გაგა “MTV” ფავორიტია

  12:42:54     06-04-2011

ამერიკელი პოპ-მომღერალი ლედი გაგა “ემ-თი-ვის” ახალი მუსიკალური პროექტის ფავორიტი გახდა. “O Music Awards” – ის პრემიის ნომინანტები, რომლებიც ციფრული მუსიკალური ინდუსტრიის ფარგლებში დაჯილდოვდნენ, გუშინ გამოვლინდნენ.

 

როგორც “Billboard” იტყობინება, გაგა სამ კატეგორიაში იქნა ნომინირებული. იგივე რაოდენობის ნომინაციები დაიმსახურა რეპერმა Tyler the Creator – მა, ლოს-ანჯელესური ჰიპ-ჰოპ ჯგუფიდან “Odd Future.”  

 

პროექტის სხვა ნომინანტებს შორის მოხვდნენ: რეპერი კანე უესტი, ნიკი მინაჟი, ჯგუფები “The Flaming Lips” და “Arcade Fire” და სხვა შემსრულებლები.

 

ნომინანტებისათვის ხმის მიცემა სხვადასხვა სოციალურ ქსელზე მიმდინარეობს. საკუთარი ფავორიტებისათვის ხმის მიცემა, ქსელების ნებისმიერ იუზერს შეუძლია. ნომინაციები საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც “ემთივის” საიტი იუწყება, კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალი 28 აპრილს გაიმართება.