რუსეთის ფილმსაცავში დაცული 706 ქართული ფილმი სამშობლოს უბრუნდება

  17:57:02     16-11-2016

რუსეთის ფილმსაცავში დაცული 706 ქართული ფილმი სამშობლოს უბრუნდება.

პირველ ეტაპზე საქართველოს "გოსფილმფოდიდან" ოთხი ფილმის - ლეო ესაკიას "ჰოლტზე" და "ამერიკანკა", ნუცა ღოღობერიძის "ბუბა" და მიხეილ ჭიაურელის "უკანასკნელ საათს" ასლები დაუბრუნდება.

არქივის სრულად დაბრუნებას 7 წელი დასჭირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკალაი ბოროდაჩევმა ხელი მოაწერეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი საქართველოს 1921 წლიდან 1999 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს დაუბრუნებს.