სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
17:45:54     15-11-2016
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლევან მექვაბიშვილს ბრალად ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება ედებოდა.
"სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რომ ქ.თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე ლევან მექვაბიშვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ალექსი პეტრიაშვილს და განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. ბეისბოლის ჯოხით სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ქ.ბორჯომში დააკავეს. ლევან მექვაბიშვილის თანმხლები, დაუდგენელი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.