ხილის დესერტი

  12:05:57     06-04-2011

მასალა: კენკრის და ხილის ნარევი – 250 გრამი

ყველი მასკარპონე – 250 გრამი

შაქარი – 3 სუფრის კოვზი

შაქრის ფხვნილი – 100 გრამი.

 

თუ ხილი გაყინულია, გავალღოთ და წვენი გადავღვაროთ.

 

ხილი მოვათავსოთ შესაწვავ ფორმაში, ან გავანაწილოთ პატარა ფორმებში. მასკარპონეს დავამატოთ შაქრის ფხვნილი და ავურიოთ. ხილს მოვაყაროთ შაქარი. შემდეგ კი ხილი და მასკარპონე ერთად მოვათავსოთ და შევდგათ ღუმელში მზადყოფნამდე. მომზადებულ ნარევს სუფრაზე მიტანისას დავუმატოთ ცოცხალი კენკრა.