ჯეკი ჩანს საპატიო "ოსკარი" გადაეცა

  12:33:32     14-11-2016

კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ამერიკის კინოაკადემიამ მსახიობ ჯეხი ჩანს საპატიო ოსკარი გადასცა.

62 წლის მსახიობმა, რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი თავისი აკრობატული ჩხუბის სტილითა და კომედიის ნიჭით, ემოციური სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.

"ეს ჩემი ოცნება იყო. 56-წლიანი კარიერის, 200-ზე მეტი ფილმისა და ძალიან ბევრი გატეხილი ძვლის შემდეგ, როგორც იქნა, ოქროს კაცი მე მეკუთვნის. დიდი მადლობა ჰოლივუდს, წლების განმავლობაში თქვენ ძალიან ბევრი რამ მომეცით, მათ შორის - ცოტაოდენი პოპულარობაც. არ მჯერა, მე ოსკარს ვეხები, ვკოცნი, მის სუნს ვგრძნობ. დიდი მადლობა ჰონგ-კონგსა და ჩემს ჩინელებს"-თქვა ჯეკი ჩანმა.