გერმანია ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის
17:50:40     11-11-2016
გერმანია ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მორეგიებისთვის მადლობას უხდის.
საგანგებო განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. მასში ნათქვამია ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მომხდარი თავდასხმის მოგერიებაში ქართველების წვლილზეა საუბარი.
"საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად"-ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტს პირადად გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმერი.
"თავდასხმის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც იქ სამშვიდობო მისიით იმყოფებიან, სწრაფად, პროფესიონალურ დონეზე და ყოყმანის გარეშე დაგვეხმარნენ. მათი მამაცი დახმარების შედაგად შესაძლებლი გახდა თავდასხმის დასრულება და საკონსულოს თანამშრომლების დაცვა. ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს და საქართველოს მთავრობას. ეს თანამშრომლობა აჩვენებს, რომ ტეტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ახლაც ერთად ვდგავართ და მომავალშიც ერთად ვიდგებით. "- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, თავდასხმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე 11 ნოემბერს ტერორისტულამ ორგანიზაცია "თალიბანმა" განახორციელა. შემთხვევისას დაიღუპა 4 და დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი.