დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობის ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს

  13:32:48     11-11-2016

კახეთში დედასთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.  არსებული ინფორმაციით, შვილს 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა ჰქონდა, რის გამოც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.