როგორ მოვამზადოთ გემრიელი ჩიზბურგერი?
15:29:44     10-11-2016
საქონლის ფარში - 500 -600 გრ.სტეიკის სოუსი - 2-3 სუფრის კოვზი, Worcestershire სოუსი - 3-4 სუფრის კოვზი, კვერცხი - 1 ც.სტეიკის საკაზმი ან მსხვილი მარილი და მსხვილად დაფქული პილპილიზეითუნის ზეთი
პამიდორი - 1 ც. მოზრდილი ზომისყველი - ჩედარი ან შეგიძლიათ სულგუნიც გამოიყენოთ - 2-3 ნაჭერისალათის რამდენიმე ფურცელიდიჟონის მდოგვი ან კარაქი ან მაიონეზიკიტრის მწნილი
ფუნთუშებისთვის:
1 ჭიქა რძე1 ჭიქა წყალიკარაქი - 30-40 გრ.საფუარი 1 ჩ.კ.შაქარი 1 ჩ.კშაქარი 1 ს.კ.5-6 ჭიქა ფქვილიკვერცხის გული
მზესუმზირა (გარჩეული)სეზამის მარცვლები.
თუ ფარში მაცივარში გაქვთ, გამოიღეთ და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი, რომ ოთახის ტემპერატურას მიუახლოვდეს. კარგად მოზილეთ, დაუმატეთ სტეიკის სანელებელი (ან მსხვილად დაფქული პილპილი და მარილი). ფაუმატეთ კვერცხი და კარგად მოზილეთ. შემდეგ დაუმატეთ სტეიკის სოუსი და Worcestershire სოუსი. მასა უნდა იყოს კარგად შეკრული და არ იშლებოდეს.
მასა გაყავით 2, მაქსიმუმ 3 ნაწილად. დაამრგვალეთ თითოეული ნაწილი ბურთივით. გააცხელეთ გრილი (თუ არ გაქვთ ელექტრო ან ჩვეულებრივი გრილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ გრილის ტაფა). ცოტა ზეითუნის ზეთი დაისხით ხელის გულზე, მეორე ხელის გულით შეიზილეთ და ისე აიღეთ ხორცის “გუნდა.” გააბრტყელეთ, თუმცა ძალიან არა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შეწვის დროს ხორცი შეიკუმშება და სიმაღლეშიც მოიმატებს. სამივე ნაჭერი დააწყვეთ გრილზე და 3 წუთის მანძილზე არ შეეხოთ! შემდეგ ამოაბრუნეთ და 3-4 წუთის მანძილზე შეწვით მეორე მხარეს.
ამასობაში, ფუნთუშა გაჭერით შუაზე და გაათბეთ (ტოსტერში, ღუმელში, ა.შ.). ქვედა ნაწილზე, თქვენი სურვილისამებრ, წაუსვით ან დიჟონის მდოგვი, ან კარაქი ან ცოტა მაიონეზი.
შემდეგ დადეთ სალათის ფურცელი, შემდეგ შემწვარი ხორცი, ყველის ნაჭერი, პამიდორის ნაჭერი და ზემოდან ფუნთუშა. ასევე, გვერდზე შეგიძლიათ შემოუწყოთ კიტრის მწნილი.
თუ გსურთ, რომ ფუნთუშაც თავად გააკეთოთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი რეცეპტით:
ფუნთუშა:
ქვაბში ჩაასხით რძე, წყალი, 1 ს.კ. შაქარი და კარაქი. დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ და გამორთეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. სითხე არ უნდა იყოს ცხელი და არც ცივი. ცალკე ჭიქაში გაურიეთ საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი, დაამატეთ თბილი წყალი და კარგად მოურიეთ. კარგად რომ ამოვა საფუარი, 5 ჭიქა ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ საფუარი და რძისგან მიღებული მასა. თუ ფქვილი დაგჭირდებათ დაამატეთ, თუ ძალიან მშრალი გამოგდით ცომი, თბილი წყალი დაამატეთ. კარგად მოზილეთ, 8-10 წუთის მანძილზე. შემდეგ ჯამი თბილად შეახვიეთ და დადგით თბილ ადგილზე. დაახლოებით 1 საათში ცომი ამოვა. ცომისგან შეგიძლიათ გააკეთოთ საშუალოდ 12 ცალი ფუნთუშა. თითოეული ფუნთუშა კარგად “დააგუნდავეთ” და დაფაზე დააწყვეთ 15- 20 წუთის მანძილზე.
ღუმელი გაახურეთ - 200 - 210 გრადუსამდე. კვერცხის გული და 1 ჩ.კ. წყალი აურიეთ. შემდეგ, ფუნჯით ფუნთუშებს გადაუსვით ზემოდან. თუ სამზარეულოს ფუნჯი არ გაქვთ, ხელითაც შეგიძლიაგაანაწილოთ კვერცხის გულის მასა ფუნთუშაზე. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყარ გარჩეული მზესუმზირა ან სეზამის მარცვლები.
ღუმელში გამოაცხვეთ 20-25 წუთის მანძილზე. როდესაც ფუნთუშას ზედაპირი დაიბრაწება, ფუნთუშა უკვე მზადაა. გადმოიღეთ, თუმცა ცხელ ფუნთუშას ნუ გაჭრით, გააგრილეთ, სანამ ბურგერისთვის გამოიყენებთ.
gemrieli.ge