თავდაცვის სამინისტრო წვევამდელების სისტემას აღადგენს - ანაზღაურება თვეში 50 ლარი იქნება"

  11:47:15     07-11-2016

თავდაცვის სამინისტრო წვევამდელების სისტემას აღადგენს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქმიანობის 100 დღის შეჯამებისას განაცხადა.

იზორიას თქმით, ამ მხრივ იგეგმება ცვლილებები და ახალი სისტემის ჩამოყალიბება.

"ჩვენ სამთვიანი გამოცდილების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ წვევამდელების სისტემა უნდა აღდგეს, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები იკვეთება წვევამდელების გარეშე შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ, დაკომპლექტების პრობლემა. ვთავაზობთ ახალ სისტემას ეს იქნება უფრო ეკონომიური, ანუ თუ წელიწადში 25 ათასიდან 26 ათასამდე უჯდებოდა იგი სახელმწიფოს, უკვე 9 ათასი დაუჯდება. ჩვენ მათ გარკვეულ პრივილეგიებს მივცემთ, დღეს თვეში 7 ლარია მათი თვიური ანაზღაურება და მომავალში ექნებათ 50 ლარი თვეში. ასევე, ახალი სისტემა არსებითად განსხვავდება ძველი სისტემისგან, საბრძოლო მომზადების თვალსაზრისითაც". 

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს წვევამდებელბის სისტემა ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმა.