შსს თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება
17:26:54     04-11-2016
შსს თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება. უწყების ცნობით, გარდაცვლილის ქალიშვილმა ირმა ყ-მ თანამზრახველებთან ერთად საკუთარი დედა ჯერ ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ მას დანა ჩაარტყა და მოკლა.
შემდეგ ქალბატონის ცხედარი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის ბინაში გადაიტანეს და დაანაწევრეს, მოგვიანებით კი გლდანის ნაგავსაყრელზე წაიღეს, ბენზინი დაასხეს და დაწვეს.
სწორედ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს გვამი რამდენიმე დღის წინ. ცნობილია ისიც, რომ მოკლული 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამოღებული მტკიცებულებების მიხედვით, მკვლელობა რიტუალური ხასიათის იყო.