თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 18 წლის გოგონა დააკავეს

  17:17:59     04-11-2016

თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით 18 წლის გოგონა დააკავეს. სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი 70 წლამდე ქალბატონი გახდა. ბრალი მის მკვლელობაში კი მის ქალიშვილს, ქალიშვილის შეყვარებულს და მათ სამ მეგობარს ედება.

სამ მათგანს პოლიცია განზრახ მკვლელობას ედავება, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე ამოიღეს ნივთმტკიცებები, მათ შორის სამზარეულოს ინვენტარი, ამიტომაც განჩდა მოსაზრება რომ საქმე შესაძლოა კანიბალიზსმ ეხება. შსს-ს ეს ფაქტი არ დაუდასტურებია.

მოკლულის მეზობლების განცხადებით, ქალი ბოლო დღეებში შეუძლოდ იყო. გარდა ამისა, მას ცოტა ხნის წინ გადატანილი ოპერაციის გამო არ შეეძლო სიარული. მეზობლებისვე ცნობით, მისი ქალიშვილი რიგ დაჯგუფებებში(სექტებში) იყო გაწევრიანებული.

ქალი თითქმის ორი კვირის წინ დაიკარგა და მისი ცხედარი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დამწვარ მდგომარეობაში იპოვეს.