ქართულ-ბრიტანული კოპროდუქცია ბათუმის ახალ სცენაზე

  10:31:48     04-11-2016

ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ- ქართული კოპროდუქცია განხორციელდება. აღნიშნულთანდაკავშირებით ბრიტანული კომპანიის - „On The Run“ - სამხატვროხელმძღვანელი და მსახიობი დევიდ რალფი უკვე ბათუმში იმყოფება და ბათუმის დრამატული თეატრისმსახიობებთან რეპეტიციებს გადის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათიასირაბიძეც დაესწრო.
 სპექტაკლის „ცხოვრება გრძელდება“ პრემიერა ნოემბერში იგეგმება და ის ბათუმის დრამატული თეატრისა დაბრიტანული კომპანიის – „On The Run“– ის პარტნიორობის პირველი შედეგია. „On The Run“ - ეს არის ახალგაზრდაკომპანია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს“ - წერს თავის გამოცემაში გაზეთი „ტელეგრაფი“ ( „THE TELEGRAPH“) სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
 სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა და კრიტიკოსთა აღფრთოვანება დაიმსახურა. „The Times“-ისმთავარმა თეატრალურმა კრიტიკოსმა დომინიკ მაქსველმა სპექტაკლი ხუთი ვარსკვლავით შეაფასა და „შესანიშნავიდებიუტი“ უწოდა.
კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საშემსრულებლოხელოვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში პარტნიორობით ხორციელდება.აღნიშნული პარტნიორობა უკვე მესამე წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში 2015 წელს ბრიტანული დაქართული თეატრების თანამშრომლობის შედეგად 2 სპექტაკლი განხორციელდა: ბათუმის სახელმწიფომუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის ნიმუში „ნული საათი“, ხოლომოგვიანებით ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის „ზამთრის ზღაპარი“ პრემიერა შედგა.
სპექტაკლის პრემიერა 19 ნოემბერს გაიმართება.