ყველაზე პოპულარული ჯამბაზი გარდაიცვალა

  12:08:31     03-11-2016

2 ნოემბერს როსტოვში პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველაზე ცნობილი ჯამბაზი ოლეგ პოპოვი გარდაიცვალა.

87 წლის არტისტს, რომელიც როსტოვში გასტროლებზე იმყოფებოდა, უეცრად გული გაუჩერდა.

პოპოვს გერმანიაში დაკრძალავენ, სადაც ის 1991 წლიდან ცხოვრობდა.

ოლეგ პოპოვმა კლოუნის კარიერა 1951 წლიდან დაიწყო. სწორედ მან შექმნა მხიარული, კაშკაშა ჯამბაზის სახე.

"მხიარული ჰანსი" (ამ ფსევდონიმით გამოდიოდა იგი ევროპაში) გერმანიაში, კოლეგებთან უთანხმოებისა და მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების გამო გადაბარგდა.