ლინდსი ლოჰანს შარონ ტეიტობას სთავაზობენ
10:57:53     05-04-2011
ლინდსი ლოჰანს შარონ ტეიტის როლი შესთავაზეს. ინფორმაციას გამოცემა “TMZ” ავრცელებს. როგორც ცნობილია, რომან პოლანსკის მეუღლე 1969 წელს მოკლეს. ლინდსის პროექტში მონაწილეობაზე საბოლოო თანხმობა ჯერ არ უთქვამს.
კინოსურათი, სახელწოდებით “Eyes of a Dreamer” გადაღების პირველ ეტაპს გადის. ფილმის პროდიუსერი ბრედ უაიმანი, ხოლო რეჟისორი - ცნობილი ფოტოგრაფი ტაილერ შილდსია.
შარონ ტეიტი 1968 წელს წლის ერთერთ საუკეთესო მსახიობად დასახელდა. მაშინ შარონი სულ რაღაც 25 წლის იყო. იმავე წელს, ის ცოლად რომან პოლანსკის გაჰყვა. 1969 წელს, ორსული მსახიობი ჩარლზ მენსონის სექტის წევრებმა მოკლეს.
ლინდსი ლოჰანს, ახლო წარსულში, სხვა, რთული ბედისწერის ქალის როლსაც სთავაზობდნენ, კერძოდ, პორნო მსახიობის, ლინდა ლავლეისის განსხიერებას ფილმ “ინფერნოში.” ლოჰანმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ის მალინ აკერმანით ჩაანაცვლეს.