ქალის დამოუკიდებლობა ფინანსურ საკითხებში

  18:04:52     01-11-2016

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალების უმრავლესობა ქმრის, მამის, ძმის, მოკლედ კაცის ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, ამ მხრივ მდედრობითი სქესის გააქტიურება ფაქტია, საბედნიეროდ მაინც  შეინიშნება. ნელ-ნელა ქალები ხვდებიან, რომ ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყონ ფიქრი კარიერაზე, იყვნენ დამოუკიდებლები და თვითონ მართონ საკუთარი ცხოვრება. რომ არავის აქვს უფლება, მიუთითოს რა იყიდონ, როდის და რამდენი დაახარჯონ საკუთარ თავს ან ოჯახს. არსებობს ასეთი, ძველი გამოთქმა: „ვინც იხდის, ის უკვეთავს“, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად პრაქტიკული გამოყენების სახეს იძენს, ეს კი კარგი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს რომ ყველა საღად მოაზროვნე საზოგადოებაში ადამიანებისათვის მთავარი თავისუფლებაა. ეს უკანასკნელი კი ძალიან ხშირად სწორედ რომ ფინანსურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული.  

გოგონების გარკვეული ნაწილი აღარ თხოვდება  სანამ სამსახური და შემოსავალი არ ექნებათ  გარანტირებული. ისინი აღარ ანებებენ სწავლას თავს და მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ფინანსები თვითონ განკარგონ, მიიღონ გადაწყვეტილებები ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით  და საკუთარ თავს უარი არ უთხრან კონკრეტული ნივთის შეძენის ან უბრალოდ სწავლის სურვილის შემთხვევაში. ისინი მოწადინებულები არიან ჰქონდეთ იმდენი შემოსავალი, რომ ფულის გამორთმევა თუნდაც მეუღლისგან არ დასჭირდეთ.

ის, რომ ქალები ორიენტირებულები არიან დამოუკიდებლობისკენ ძალიან კარგია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს,  არის მომენტები, როდესაც გამოზოგილი თანხა არ გვყოფნის თვის განმავლობაში ან უბრალოდ გაუთვალისწინებელი ხარჯი გვემატება.

„არ ვიცი სხვები როგორ იქცევიან, მაგრამ როცა ფული ძალიან მჭირდება თან სასწრაფოდ, არასოდეს ვთხოვ მეუღლეს. მერიდება და თან არ მინდა ოჯახში ისეთი სიტუაცია შეიქმნას თითქოს ფინანსურად მასზე ვიყო დამოკიდებული“ - გვეუბნება მაკა, რომელიც 3 შვილის დედა და წარმატებული მენეჯერია. „ამიტომ, ასეთ სიტუაციაში მივმართავ CCloan-ს, ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელია, რადგან ვიღებ იმდენს, რამდენის საშუალებასაც მაძლევს ლიმიტი. თავად ვირჩევ დაბრუნების დღეს და რაც მთავარია, არც ახსნა განმარტება მჭირდება არავისთან რისთვის მინდა ფული და თავსაც არ ვგრძნობ უხერხულად. დამატებითი პროცენტი? დამიჯერეთ, მირჩევნია ოდნავ მეტი გადავიხადო და ფულის თხოვნის არასასიამოვნო სიტუაცია ავიცილო თავიდან“.

 მაკასავით არაერთი მომხმარებელია კმაყოფილი მოქნილი პირობებით. ყველაზე მეტად კი მათ დამოუკიდებლობის და ხარჯების თავად გადანაწილების საშუალება ანიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას. ეს კი ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ყველა თანამედროვე, ძლიერი და წარმატებული ქალის სურვილია.