შარლოტა კივით

  10:51:38     05-04-2011

შარლოტა კივით

 

მასალა: ქოქოსის ფანტელები – 100 გრამი, შაქრის ფხვნილი – 100 გრამი, კვერცხის გული – 3 ცალი, კივი – 2 ცალი. მუსისთვის: კვერცხის გული – 3 ცალი, შაქრის ფხვნილი – 160 გრამი, ჟელატინი – 2 სუფრის კოვზი, კარამბოლა – 50 გრამი, სქელი ნაღები – 1 ჩაის ჭიქა, ცოტა მურაბა.  

 

ქოქოსის ფანტელები, შაქრის ფხვნილი და კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 160 ცელსიუს გრადუსზე. შემდეგ გავაციოთ. ჟელატინს დავასხათ ადუღებული და გაგრილებული წყალი და დავტოვოთ ასე. ზედმეტი სითხე გადავღვაროთ. მუსისათვის ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები, შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ჟელატინი, ორი სუფრის კოვზი კარამბოლა, ათქვეფილი ნაღები და ავურიოთ. კივი დავჭრათ. ფორმიდან ამოვიღოთ ბისკვიტი, დავფაროთ მუსით და ზემოდან მოვათავსოთ კივის ნაჭრები, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. შეგვიძლია გავაფორმოთ რომელიმე მურაბითაც.